24 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ, 2026
დღეს ჩემი საყვარელი ქალიშვილის თეჯიკოს დაბადების დღეა 1993 წლის ფოტოა ალექსას გადაღებული "აბრეშუმის ფაბრიკის" მოძრაობის დროა და მერე უმძიმესი მომენტები გავიარეთ ერთად უიმედო დამარცხებული კრიმინალური და გაპარტახებული საქართველო მახსოვს ამავე ლოგინში პალტოში რო ვიწექით და ძმებ გრიმებს რო გიკითხავდი გაყინულ სახლში უშუქობაში შიმშილში და უბედურებაში და როგორ ვცდილობდით და ვქმნიდით მაინც რაღაც ბედნიერებას სანთლების შუქზე "ლადოს კიდობანის" სახით რომლის ირგვლივაც იკრიბებოდა ხალხი და ვიყავით მაგალითი და გადარჩენის კუნძული უამრავი დაკარგული სულისთვის
შენ სულ ჩემი იმედი იყავი რაც არ მაძლევდა უფლებას დანებების რადგან ვიცოდი ჩემს უკან შენ იდექი და ასე ბრძოლით სიყვარულით იმედით და თანადგომით მოვედით ერთად დღევანდელ დღეს
დღეს კი შენ ბერლინში ხარ დედაშენთა ერთად 2 პატარა ანგელოზით მატილდა და ფლორისთან ერთად მე კი აქ ლონგ აილენდზე დაიანიკოსთან ერთად ჩემი ღვთის საჩუქრები დარიკო და ბარბარელა კი თბილისში.
ჩვენი დიდი ოჯახი უფლის წყალობით იზრდება და მრავლდება
უფალს მადლობა შენი მამობისთვის და სიყვარულისთვის
გაგიმარჯოს ჩემო ვარსკვლავო
<3