28 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ, 2026
დღეს ჩვენი განრიგი მანჰეტენზე 1. მუზეუმი 2. ბაღში ციყვების კვება და 3. ცოტა ხანში აირიშ პაბში ტრეისი და ლარისთან ერთად სმა <3
28 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ, 2026
Mr George's (Dianico's Dad) BD party with Ms Leslie and family's Friends in Our House Watching Robert Bagnell's (Dianico's Brother) Movies
24 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ, 2026
დღეს ჩემი საყვარელი ქალიშვილის თეჯიკოს დაბადების დღეა 1993 წლის ფოტოა ალექსას გადაღებული "აბრეშუმის ფაბრიკის" მოძრაობის დროა და მერე უმძიმესი მომენტები გავიარეთ ერთად უიმედო დამარცხებული კრიმინალური და გაპარტახებული საქართველო მახსოვს ამავე ლოგინში პალტოში რო ვიწექით და ძმებ გრიმებს რო გიკითხავდი გაყინულ სახლში უშუქობაში შიმშილში და უბედურებაში და როგორ ვცდილობდით და ვქმნიდით მაინც რაღაც ბედნიერებას სანთლების შუქზე "ლადოს კიდობანის" სახით რომლის ირგვლივაც იკრიბებოდა ხალხი და ვიყავით მაგალითი და გადარჩენის კუნძული უამრავი დაკარგული სულისთვის შენ სულ ჩემი იმედი იყავი რაც არ მაძლევდა უფლებას დანებების რადგან ვიცოდი ჩემს უკან შენ იდექი და ასე ბრძოლით სიყვარულით იმედით და თანადგომით მოვედით ერთად დღევანდელ დღეს დღეს კი შენ ბერლინში ხარ დედაშენთა ერთად 2 პატარა ანგელოზით მატილდა და ფლორისთან ერთად მე კი აქ ლონგ აილენდზე დაიანიკოსთან ერთად ჩემი ღვთის საჩუქრები დარიკო და ბარბარელა კი თბილისში. ჩვენი დიდი ოჯახი უფლის წყალობით იზრდება და მრავლდება უფალს მადლობა შენი მამობისთვის და სიყვარულისთვის გაგიმარჯოს ჩემო ვარსკვლავო <3
22 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ, 2026
რა ჯობია პახმელიაზე ჩვენებურ ნიუ იორკულ ხინკალს <3
22 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ, 2026
მიხეილ ჭიჭინაძის "მიქაელის" სიმღერა " მე მეფე არ ვარ დამიძახეთ უბრალოდ იმპერატორი" ეძღვნება ლადო ბურდულს. მიქაელ ყველაფერთან ერთად ძაან მაგარი ხმა გაქვს გაგიმარჯოს <3
15 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ, 2026
Hello Georgia From N.Y. ყველაფერი იქნება კარგად საქართველო და თუ არ იქნება... ისევ გამოვიყვანთ!!! გაგვიმარჯოს <3