FEBRUARY 14, 2026
როცა საყვარელ ადამიანებთან ერთად ბევრი სიცილის და საკაიფო ისტორიების გახსენების მერე სადღაც ლონგ აილენდზე შენს საკუთარ სახლში ბუხრის წინ ზიხართ ჩუმად ბედნიერები ყველა და შეშის ტკაცუნი და LoFi მუსუკა გაქვს ლეიტმოტივად და მხიარულად ურევ ტეკილას და ლუდს და ამბობ გულში შენთვის თბილად... უფალო მადლობა ყველაფრისთვის და დიდება შენ. <3
FEBRUARY 13, 2026
"სიკვდილის" როლი ფილმი - ადამიანთა სევდა რეჟისორი- გოდერძი ჩოხელი ქართული კ/ს 1984 წელი
FEBRUARY 9, 2026
სანამ ისენი მაგინებენ და ჩემს განადგურებას ნატრულობენ მანამ გადარჩენილი ვარ და სწორ გზაზე ვდგევარ. ის დრო კი იქნება ჩემი დასასრული როცა მათთვის საყვარელი გავხდები და მეტყვიან ყოჩაღ. სიმღერა "ომს უცხადებ ამ ნაბოზვარ ქალაქს მე" ვერა 1984 წ.
FEBRUARY 6, 2026
კრიმინალებში, გაიძვერებში, მატყუარებში, მშიშრებში და ამბიციურ ისტერიჩკებში წესიერად, კეთილშობილურად, სიმართლის თქმა, უშიშრად, მშვიდათ ცხოვრება და თანმიმდევრულად ნაღდი საქმეების კეთება - საქართველომ ჩემს მთავარ პროფესიად აქცია. ვიდრე მუსიკოსობა.
FEBRUARY 4, 2026
უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო მოიხსენე სული გარდაცვალებულისა მშობლისა ჩემისა და მხევლისა შენისა ინეზასი მიუტევე მას ყოველივე შეცოდებანი მისნი ნებსითნი და უნიებლიეთნი მიანიჭე მას სასუფეველი ცათაი და ზიარყვენ ის ნეტარსა და სამარაიდისოისა სიტკბოებით ცხოვრებასა ამინ დედა მადლობა ყველაფრისთვის <3
FEBRUARY 2, 2026