JANUARY 11, 2026
მე რო ამერიკელი ვყოფილიყავი უფალი ამერიკაში გამაჩენდა მე რომ უცხოეთი მდომებოდა ეხლა 61 წლის ასაკში კი არა ჯერ კიდევ 1987/1992 მაშინ არ ჩამოვიდოდი მანდ გაუბედურებულ უპერსპექტივო ანტი როკ ქვეყანაში 23 წლის ბიჭი აქ რომ ყველა კარი ღია მქონდა და მწვერვალზე რო ვიდექი ჩემი შემოქმედების. მე რომ უცხოეთში მდომებოდა მოღვაწეობა ქართულად არ ვიმღერებდი ყველაზე დამარცხებულ გაგებას და არც საქართველოში შევქმნიდი ამ კულტურას ამ ბრძოლის ფასად რომელიც დღეს რეალურად ერთადერთია რაც გაახლოვებთ რეალურ ცივილიზაციასთან აქ სწორედ მაგიტომ მჭირდებოდა ჩამოსვლა რომ "ჩემი სიყვარულის ფრთები" მახინჯების მიერ დაცხრილული და დაგლეჯილი აღმედგინა პლიუს უფრო მკაფიოდ დამენახა რა შევქმენი და რა იყო მაქაურობა ჩემამდე. ასე რომ მარტში მელოდეთ. <3
JANUARY 6, 2026
უფალს დიდება + <3
JANUARY 1, 2026
ერთადერთი დღე როცა მთელ მსოფლიოს ერთად უხარია ეს არის ახალი წელი გილოცავთ ლადოს კიდობანიდან მე და ჩემი მეუღლე დაიანიკო ახალ წელს უფლის მფარველობა სიყვარული და მადლი არ მოგვკლებოდეს გაგვიმარჯოს <3 31.12.2025 წ. ნიუ იორკი ნორდპორტი ლონგ აილენდი
DECEMBER 26, 2025
საქართველოს მოსახლეობა იყოფა ორ ნაწილად: 1 მლოცველებად და 2. მყეფავებად ჩემი ნახევარსაუკუნეზე მეტი პირადი ღრმა გამოცდილებით და დაკვირვებიდან გამომდინარე სასიხარულო ფაქტი ისაა რომ მლოცველების რაოდენობა საკმაოდ გაიზარდა ქვეყანაში მყეფავების კი საკმაოდ შემცირდა მათი ცოფიც უკვე ვეღარ კლავს ეს ნიშანია ჩემთვის 2 რამის: 1. საზოგადოების მასიური გამოჯანმრთელების და 2. ქვეყნის ეჭვგარეშე გამარჯვების ასე რომ მოდი ყველამ ერთად საკუთარ დემონებთან ბრძოლაში დამარცხებულ მყეფავებზეც ვილოცოთ მაინც ჩვენი ქართველები არიან. საქართველოს გაუმარ ჯოს <3
DECEMBER 24, 2025
იდგა 1981 წლის 24 დეკემბერის ღამე ცარიელ ცივ ნაცრისფერ რუსთაველზე ჩემი სახლიდან ლენინის მოედნისკენ მივდიოდით ნიჭიერთა ათწლედის 3 მეათე კლასელი მოსწავლე ნინო სხირტლაძე ვაჟა დურმიშიძე და მე. უცებ ვაჟამ შემომხედა და თქვა: - წარმოგიდგენიათ ეხლა რა ხდება შობაზე ნიუ იორკში რა ზეიმია და რა გრიალი აქ კი ... ჩემს აზრებში რაც კი ამერიკული ფილმები და მუსიკა მქონდა ნანახი და მოსმენილი ლამაზი გოგოებით ყველაფერი დატრიალდა თავში და ერთი გრძელი ორგაზმივით ჩაირთო. ისე ძლიერად მომინდა შემეცვალა ის მკვდარი საბჭოთა ქართული ბეზპონტა რეალობა (და შევცვალე კიდევაც). და აი 45 წლის მერე მე აქ ვარ და ზუსტად ის ნაღდი - შეუღებავი ქერა თმიანი ნაღდი - დიდ ძუძუებიანი არა სილიკონი ნაღდი - ულინზო ცისფერ თალება ნაღდი - გახურებული ვესტი გოგო მყავს ცოლად რომელზეც მთელი ბავშვობა ვოცნებობდი. მორალი: ფრთხილად იყავით სურვილების ჩაფიქრებისას რადგან ის ადრე თუ გვიან მაინც სრულდება თურმე <3
DECEMBER 15, 2025
"ჩვენთან ნიუ იორკში" მოთოვა ვიდექი გუშინ ღამე მარკეტის წინ ხელებ გაშლილი და სახეზე მათოვდა მთელი ჩემი ცხოვრება თავგადსავლები მარცხები და გამარჯვებები ტკივილები და სიხარულები და ვგრძნობდი უფლის დიდ სიყვარულს ჩემი შინაარსის სიღრმეში და ვიდექი მშვიდათ და ღიმილით და მიხაროდა უბრალოდ რო ეს თოვლი ისევ ისეთი თეთრი თბილი და იმედის მომცემი იყო, როგორც ბებიაჩემი დარია გრიგორევნას ჩახუტების დროს ვგრძნობდი ამას პატარა იმპერატორი <3